среда, 22 октября 2008 г.

ჩემი სკოლა და მისი დირექტორები

1.პროექტის სახელი:
“ჩემი სკოლა და მისი დირექტორები”
2.პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები შეისწავლიან სკოლის ისტორიას, მათ შორის სკოლის დაარსებიდან ყველა დირექტორს და მათ მიერ განვლილ ცხოვრებას სკოლამდე, სკოლაში და სკოლის შემდეგ. ყავს თუ არა სკოლას წარმატებული ადამიანები და თუ ყავს მათზე მოიპოვონ ინფორმაცია.
3.პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები იკვლევენ სკოლის ისტორიას. რომელ წელს დაარსდა სკოლა. ვინ იყო პირველი დირექტორი. რომელ წელს იყო პირველი გამოსაშვები 10 კლასელები. წარმატებული პედაგოგები სკოლის დაარსებიდან დღემდე. წარმატებული მოსწავლეები. მოხდეს ამომწურავი მასალის მოძიება და ბლოგზე განთავსება. თუ სკოლა არის რუსულენოვანი. მარტო რუსულენოვანია თუ არის ქართულენოვანი თუ არის ქართული სექტორი, როდის გაიხსნა და რატო. ჩვენს მიერ მოძიებულ მასალას განვათავსებთ სკოლის ვებ გვერძე. გავაცნობთ ამ ინფორმაციას ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და ახალბედა მასწავლებლებს. ვეცდებით ჩავატაროთ ღონისძიება სადაც მოწვეული იქნებიან ჩვენი სკოლის ყველა პერიოდის დირექტორები, წარმატებული მასწავლებლები და მოსწავლეები. აგრეთვე მოვიძიებთ სკოლის ყველა პერიოდის სურათებს და განვათავსებთ ბლოგზე. ჩვენი სკოლის სტატისტიკის მოძიება.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები:
შეუზღუდავი.
5.ვადები/ხანგრძლივობა:
2008 წლის ოტომბრიდან 2009 წლის მაისამდე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
კვლევა, დისკუსიები, მოპოვებული სურათებისა და ინფორმაციის განთავსება ბლოგში. ჩვენი სკოლის დირექტორების მშობლიურ სკოლებთან დაკავშირება და გასაუბრება. ინფორმაციის მოძიება და ელ. ვერსიის შექმნა
.7.მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები. რაც შეიძლება შეიქმნას.
მოსწავლეები ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას წარმატებულ ადამიანებთან ურთიერთობას. გაიუმჯობესებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
8.სარგებელი სხვებისთვის:
ჩვენს პროექტზე მომუშავე მოსწავლეები გაიცნობენ ერთმანეთს, ისწავლიან ახალი ტექნოლოგიებით ურთიერთობას ისინიც შეისწავლიან საკუთარ სკოლებზე და დირექტორებზე მოიპოვებენ ინფორმაციას და მოპოვებულ ინფორმაციას გააცნობენ სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს. ამ ინფორმაციებს განათავსებენ სკოლის ვებ გვერძე.
9.სამუშაო ენა:
ქართული.
10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკასთან. კერძოდ მოიპოვებენ მონაცემებს სკოლის ტერიტორიის ზომების შესახებ. ისტორია. შეისწავლიან სკოლის ისტორიას, და სკოლის დირექტორებზე. გეოგრაფიას - გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას.მონაწილეები სხვა სკოლებიდან.
11. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
ლალი კავსაძე.
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:
lalikavsadze@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი.